LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

109
1bf022ef-5c66-4575-963c-b11fbde24307-675

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები