LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით, ამას ყოველ ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ: მამუკა მდინარაძე პუტინის გადაწყვეტილებაზე

72
88

“საზღვრების დადგენის საკითხთან მიმართებაში, სახელმწიფომ თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ასეც ვიქცევით, მათ შორის, დავით გარეჯის თემა გახსოვთ. თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული.” – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დემარკაციის საკითხის დადგენას აფასებს და აღნიშნავს, რომ რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, მოსალოდნელი არაფერია.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დღის წესრიგში მუდამ იყოს დეოკუპაციის საკითხი და ამ შეუქცევად გზაზე ქვეყანამ ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით, შერიგების გზით იაროს:

“თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული. რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით და არ ვფიქრობ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში იქნება. ამას ყველა ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ. ამაში ხელს გვიწყობენ დასავლელი პარტნიორები და ამ გზაზე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ გვაქვს.” – თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახალი სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც დსთ-ს ქვეყნებსა და ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაეკისრა.

 

მთავარია, არ წამოვეგოთ მორიგ პროვოკაციას: მაჭარაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენის პროცესს აფასებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები