LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვია – დაღუპულია უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო

53
რუსეთი-უკრაინა

უკრაინული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც დაიღუპა უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო.

შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ სხვადასხვა სახის ყუმბარმტყორცნები და ტყვიამფრქვევები გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე დონბასში პრორუსული ფორმირებების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ფოტო: pravda.com.ua
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები