LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს სურს, მარიუპოლი “ზეიმის” ცენტრი გახდეს, ქუჩებს ცხედრებისგან ასუფთავებენ და აღლუმისთვის ემზადებიან: უკრაინის დაზვერვა

203
Untitled design (3)

რუსი ოკუპანტები განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისის აღლუმის გასამართად ემზადებიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ქალაქში უკვე ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ის ახლა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში კრემლის კურატორია.

კირიენკოს მთავარი ამოცანა 9 მაისის “საზეიმო ღონისძიებებისთვის” მომზადებაა.

როგორც დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მარიუპოლი, რუსების გეგმის მიხედვით, “ზეიმის” ცენტრი უნდა გახდეს. სწორედ ამ მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ნანგრევებისგან, ნაღმებისა და ცხედრებისგან სასწრაფოდ ასუფთავებენ.

“მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანია, რომლის დროსაც რუსებს აჩვენებენ ისტორიებს ადგილობრივების “სიხარულზე” ოკუპანტებთან შეხვედრის დროს.

შესაბამისი მასალების მოსამზადებლად მარიუპოლში იმყოფებოდნენ რუსეთის პროპაგანდისტი ვოლოდიმირ სოლოვიოვი და დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დენის პუშილინი”, – წერია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები