LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში აივნებზე მოწევა აკრძალეს

171
-108996445-gettyimages-923025622-1

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხანძრის საშიშროების გამო, აივნებზე მოწევა იკრძალება.

ახალი წესების თანახმად, “ღია ცეცხლი” აკრძალულია როგორც ბინის აივნებზე, ასევე საერთო საცხოვრებელებსა და სასტუმროებში.

სანთებელა და ანთებული სიგარეტი კლასიფიცირდება, როგორც “ღია ცეცხლი”, შესაბამისად, იკრძალება. ასევე აკრძალულია მწვადის შეწვა და სანთლის ანთება.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები თავდაპირველად ინფორმაციას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ კანონი ეხებოდა ალკოჰოლიკებს, რომლებიც აივანზე მწვადს წვავენ, თუმცა მოგვიანებით მინისტრმა დაადასტურა, რომ მოწევა აივნებზე იკრძალება.

აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმის სახით 3 ათასი რუბლია დაწესებული (დაახლოებით 47 დოლარი). ანთებული სიგარეტის დატოვების გამო, სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრება.

აკრძალვები ძალაში პირველი ოქტომბრიდან შედის.

ცნობისთვის, აივნები ის ადგილია, სადაც მოსკოვის მოსახლეობის უმეტესობა სიგარეტს ეწევა: “მაშინ რა საჭიროა აივანი, თუ მასზე მოწევას ვერ შევძლებთ?” წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელში. ისინი ასევე ამბობენ, რომ მთავრობა მათ საკუთარი ქონების გამოყენებას უკრძალავს.

“აქამდე ყველა ადგილზე მოწევა აკრძალეს, ახლა გაახსენდათ, რომ აივნები დარჩა და ამასაც მიადგნენ” – ამბობს ერთ-ერთი მწეველი რუსულ ტელეარხთან.

მედიებში კი იწერება სტატიები შემდეგი სათაურებით “რუსებს მოუწევთ ადგილის პოვნა, სადაც მოწევას კვლავ შეძლებენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები