LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ღვინო და ყურძენი, კახელმა მიხომ და ქართლელმა მიტუამ უნდა გაიტანონ – ნათელაშვილი

111
natelshvili-shaliko-770x431

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყნის მმართველობას მორიგ ბრალდებას უყენებს.

მისი თქმით, მათ რუს ოლიგარქიას ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრე და ბიზნესი ჩაუგდო ხელში.

„დღეს რუსული ოლიგარქიის ხელშია საქართველოს ბანკები, ენერგეტიკა, მშენებლობა, ტრანსპორტი. 2013 წელს საქართველოში 13 რუსული კომპანია იყო რეგისტრირებული, დღეს 208 არის მათი რაოდენობა, რომლებმაც ბოლო წლებში 213 სახელმწიფო ტენდერი მოიგეს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით.

ადრე თუ გვიან, ოკუპანტი ჯარისკაცები საქართველოს დატოვებენ, მაგრამ მათ ახლავე უნდა გამოვუცხადოთ ისეთი ბრძოლა, რომ შეწყდეს პუტინის ოლიგარქიის თარეში ჩვენს ქვეყანაში. ოლიგარქებმა კი არ უნდა ითანამშრომლონ და ამათ კი არ უნდა გაიტანონ ღვინო და ყურძენი, კახელმა მიხომ, ქართლელმა მიტუამ და იმერელმა ძუკუმ უნდა გაიტანონ. ეს იქნება თანამშრომლობა ხალხებს შორის“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის არჩევისა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, იქნება მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, კრემლის ოლიგარქიას საქართველოში ბიზნესის წარმოება აეკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები