LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

270
http---com.ft.imagepublish.upp-prod-us.s3.amazonaws

რუსეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირების 5 შემთხვევა მოსკოვში, 1 კი ნიჟნი ნოვგოროდში დაფიქსირდა. ექვსივე ახალი შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ექიმები შესაძლო გართულებას არ ელოდებიან.

“უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ახალი კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ დაინფიცირებულები ბოლო 2 კვირის განმავლობაში იტალიაში მოგზაურობდნენ” – წერია გამოცემაში, რომელსაც ის რუსეთის მთავრობასთან შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს

ამ დროისათვის ოფიციალურად კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში 10-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები