LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

76
1

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 23 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 411 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში, ვირუსით 737 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ასვეე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო.

სტატისტიკური მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აქვე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 417 504-ია.

მსოფლიო კოვიდრუკაზე რუსეთი მეხუთე ადგილზეა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 5 658 672 ადამიანი და გარდაიცვალა 139 316 პაციენტი.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ასევე  5 მილიონს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები