LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მაღაროში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

45

რუსეთის კემეროვოს ოლქში მაღაროში აფეთქება მოხდა. აფეთქებისა და დაკვამლიანების შედეგად, გარდაიცვალა ექვსი და დაშავდა 45 ადამიანი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ქალაქ ბელოვოში, ქვანახშირის მაღაროში მოხდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკვამლიანება 250 მეტრის სიღრმეზე დაიწყო. მაღაროში 285 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 48 ადამიანი ბლოკირებულია, მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.

ადგილზე სამშველო ოპერაცია მიმდინარეობას.

„ლისტვიაჟნია“ – ქვანახშირის მომპოვებელი საწარმო 2003 წლის ოქტომბერში დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები