LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა – არის მსხვერპლი

80
ავიაკატასტროფა რუსეთი

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, „L-410“ ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასროფას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 7 ადამიას გადარჩენა მოხერხდა, 16 ადამიანის ბედი კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

თვითმფრინავი მოსკოვის დროით 09:11 საათზე ჩამოვარდა, რა დროისთვისაც ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები