LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში წლის საუკეთესო მასწავლებელი ქართველი გახდა

5792
246681796

რუსეთში წლის საუკეთესო მასწავლებელი დაასახელეს. ის 28 წლის ეროვნებით ქართველი, ლარისა არაჩაშვილია. ახალგაზრდა გოგონა, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის ვოლგოგრადის N55 სკოლაში „ცოდნის ველი“ ასწავლის.

საუკეთესო მასწავლებელს უმაღლესი განათლების 2 დიპლომი აქვს – ბაკალავრისა და მაგისტრის. ის არის ასევე ვოლგოგრადის რეგიონის ახალგაზრდა პედაგოგთა საბჭოს წევრი.

შეჯიბრის ერთ-ერთი რთული ტური იყო “მასწავლებელი – ლიდერი”. ის მოიცავდა ორ რთულ გამოცდას: ”საჯარო ლექცია” და ”საუბარი მინისტრთან”. ამ შეჯიბრში საუკეთესო ლარისა არაჩაშვილი აღმოჩნდა.

არაჩაშვილი მასწავლებლების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად რუსეთის საუკეთესო 85 პედაგოგთან იბრძოდა. მას ჯილდო კრემლის სასახლეში საზეიმოდ გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები