LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართება

357
1495537082-0-0-2786-1567-600x0-80-0-0-2658e1ee427b6b18db8d5960042b9cb6

რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით ბათუმში, 28 ივნისს აქცია გაიმართება – ორგანიზატორი “პატრიოტთა ალიანსია”, ინფორმაციას კი “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

რატომ იგონებენ რუსი პოლიტიკოსები, რომ ტურისტებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ?

რუსული რიტორიკა და თითის დაქნევა ქართველებს: უსაფუძვლო ბრალდებებს რუსი პოლიტიკოსები ერთი მიზნით აყენებენ.

უფრო კონკრეტულად, ისინი ითხოვენ რუსეთთან ურთიერთობაში „საომარი რიტორიკის“ მოხსნას.

ფრაქციის წარმომადგენელი გიორგი ლომია ამბობს, რომ აქციაზე დაახლოებით 13-15 ათას მონაწილეს ელოდებიან.

მოთხოვნებს შორისაა ასევე, კრიზისულ პერიოდამდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენა და სამხედრო ბლოკებში არმონაწილეობის კურსის აღებას.

“ჩვენ ყველა მიტინგზე ერთი და იმავე მოთხოვნებს ვაჟღერებთ. ახლა ამ ყველაფერს დაემატა ახალი ლოზუნგი “დავით გარეჯი საქართველოა”. როგორც იცით, ახლა აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს.

მიტინგზე ასევე ელოდებიან აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსაც.

“ისინი რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის გამო დაზარალდნენ. ამის გამო, ბათუმში, ფაქტობრივად ტურისტული სეზონი ჩაიშალა,” – განაცხადა ლომაიამ და აღნიშნა, რომ მიტინგი შიდა პოლიტიკური მნიშვნელობისაა და მისი მიზანია დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რუსულ-ქართული დიალოგის ჯგუფის ფარგლებში.

ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრას პარტია რუსეთში სექტემბერში გეგმავს.

 

ნახეთ ასევე: დიდ რუსეთში ერევნის გავლით ჩასული ქართველი დეპუტატები – რა მოხდა მოსკოვში?

 

შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობა ბოლოს საქართველოში გავრილოვის ვიზიტის გამო დაიძაბა. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისმა ხილვა საზოგადოება გააღიზიანა. შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა].

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

გავრილოვის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პუტინმა საქართველო ამ ქცევისთვის დასაჯა და ავიამიმოსვლის გაუქმების ბრძანება გასცა.

ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…

ამის შემდეგ, მოხდა კიდევ ერთი რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტი: “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, პ.ს.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, რუსულადვე გრძელი, უხამსი მონოლოგი მიუძღვნა, რომელიც ძირითადად მის გინებას მოიცავდა.

მონოლოგის ეთერში გასვლიდან მალევე, რუსეთის დუმამ ადგილობრივ მთავრობას საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება შესთავაზა. ამ შეთავაზებას გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი და განაცხადა, რომ სანქცების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები