LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება: ლავროვი ამბობს, რომ ქართველებთან მეგობრობა უნდა

130
dztbhsr

რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები “გავრილოვის ღამის” შემდეგ შეჩერდა. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ორ ქვეყანას შორის შესაძლოა, ყინულმა თანდათან დნობა დაიწყოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

რუსი დიპლომატის ამბობს, ოფიციალური მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ლავროვი გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში ამბობს:

„მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს. რა თქმა უნდა, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

დიპლომატის თქმით, საქართველო და რუსეთი ბოლო 12 წელია, ისე ურთიერთქმედებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.

„დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა თბილისის ინიციატივით და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორცილებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგი“, – ამბობს ლავროვი და დასძენს, რომ რუსეთს საქართველოსთან მეგობრული ურთიეთობა სურს.

ამავე დროს, ლავროვი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა სურს.

 

რუსი დიპლომატის საპასუხოდ  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ფრენები საქართველოს მიზეზით არ შეჩერებულა.

„რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, ვფიქრობ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ეს საკითხი შეიძლება, დაიძრას“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები