LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ – მიგრაცია შემდეგი იარაღი იქნება: კაია კალასი

47
კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ენერგორესურსების შემდეგ, მიგრაცია შემდეგი იარაღი იქნება.

მისივე განმარტებით, თუ რუსები ევროკავშირის წევრ პატარა ქვეყნებში ჩავლენ, როგორიც ესტონეთი და ლატვიაა, მაშინ უმცირესობა უბრალოდ გაიზრდება და რუსეთი კი იტყვის, რომ ისინი უნდა გაათავისუფლოს. კაია კალასის თქმით, „ყველაფერი უფრო ფართო იმპერიალისტური სურათის ნაწილია“.

„მე უფრო ვღელავ უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე, ვიდრე მათზე ვინც ახლა რუსეთიდან გარბის. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ასევე ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ განსხვავებულ ელემენტებს: ენერგორესურსები უკვე ვნახეთ, მიგრაცია არის შემდეგი იარაღი.

ხალხი [რუსეთის მოქალაქეები] შეეცდება წავიდეს იმ რეგიონებში, სადაც უკვე ჰყავთ რუსული უმცირესობა. ესტონეთში 1922 წელს რუსული უმცირესობა შეადგენდა 3.2%-ს, ოკუპაციის დასრულების შემდეგ კი ის 30%-ზე მეტი იყო. თუ ეს ხალხი ჩამოვა ევროკავშირის წევრ ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც ესტონეთი და ლატვიაა, მაშინ უმცირესობა უბრალოდ გაიზრდება, რუსეთი კი იტყვის, რომ ისინი უნდა გაათავისუფლოს. ასე რომ, ეს ყველაფერი უფრო ფართო იმპერიალისტური სურათის ნაწილია“, – აცხადებს კაია კალასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები