LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან უნდა გვქონდეს გამართული ეკონომიკური ურთიერთობა – გიორგი ქობულია

101
giorgi-qobulia-619x330-2

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს, თუმცა ქობულია იმასაც ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ აქვს.

ქობულია აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაა კოალიციაში შევიდეს ქართულ ოცნებასთან ან ნაციონალურ მოძრაობასთან. ის ამბობს, რომ არავის პარტიაში არ შევა და საკუთარ გუნდს შექმნის.

ყოფილი მინისტრი კოალიციის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ასახელებს.

“მე ვთვლი, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთთან უნდა გვქონდეს გამართული ეკონომიკური ურთიერთობა და არ ვმალავ ამას. მე არ შევქმნი, არავითარ შემთხვევაში, კოალიციას იმ ძალასთან, რომელიც ამ პრინციპს არ ეთანხმება”, — განაცხადა ქობულიამ მთავარი არხის ეთერში.

ქობულიამ მთავარი არხის ეთერში რუსეთის ბაზრის სარგებლიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ რუსული ბაზარი და რუსი ტურისტები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე აუცილებლად უნდა გავიდეს.

“სად ამერიკაში გაყიდული ღვინო და სად რუსეთში გაყიდული ღვინოს რაოდენობა. მე როგორც ეკონომისტი გეუბნებით, ამერიკაში არის უდიდესი კონკურენცია და სანამ ჩვენ ამას გავყიდით სჭირდება წლები. ამ წლების განმავლობაში რა გინდათ, რომ ჩვენმა ხალხმა იშიმშილოს. იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული არ ვიყოთ?” — განაცხადა მან და დაამატა, რომ ასეთია მისი პრინციპები.

“რატომ არ შეიძლება ჩვენმა გლეხმა მოსავალი გაიტანოს რუსეთში, სადაც იცნობენ”, — აცხადებს ქობულია

მან აღნიშნა, რომ ბაზრის დივერსიფიკაციას სჭირდება სწორი მართვა და არასწორი დამოკიდებულებაა ის, რომ საქართველოს რუსი ტურისტები არ სჭირდება.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გადაცემაში ანაკლიის პორტის პროექტის თემასაც შეეხო. ის აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მთავარი შეცდომა ანალიტიკის არარსებობა იყო.

“თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ რუსეთი ურეკავს ბიძინა ივანიშვილს და ეუბნება ანაკლიის პორტი არ გააკეთოო? ეს არის მარაზმი და მარაზმატიული დონის განცხადება…

“მე ნალაპარაკები მაქვს ინვესტორებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ვერ დაიჯერეს ამ პროექტის ეკონომიკის. ამას ერთვის თან უმძიმესი განცხადება საფინანსო ინსტიტუტების, რომლებიც ვითომ თავიდან მზად იყვნენ დაეფინანსებინათ 400 მილიონით, რომ ვერ მოიძიეთ პორტის ეკონომიკური დასაბუთება. ისინი ითხოვდნენ მთავრობას მიეცა გარანტიები”, — განაცხადა ქობულიამ მთავარი არხის ეთერში.

გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა- პრემიერმა ბრძანებას ხელი მოაწერა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები