LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი გენერალი: მოვკალით სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული 93 „ნიღბიანი ბოევიკი“ – დანარჩენის განადგურება დროის საკითხია

607
ღორები

რუსეთში აღიარეს, რომ სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, მოკლეს 93 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ, „ნიღბიანი ბოევიკები“ იყვნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიის „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება, სადაც ასევე გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელზეც რუსი გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე საუბრობს.

„გასულ 2 დღე-ღამეში, დაახლოებით 50-დან 200-მდე „ნიღბიანი ბოევიკების“ დაჯგუფების გამოვლენა მოვახდინეთ, რომლებიც სამოქალაქო სამოსში იყვნენ ჩაცმულები და ჰუმანიტარულ დერეფნებს იყენებდნენ, დეზერტირობდნენ.

10-15 კაციანი დაჯგუფება ზაპოროჟიეს მიმართულებით, სოფლის გზებზე გადაადგილდებოდნენ. გასულ ღამით, მათგან 93-ის ლიკვიდაცია მოვახდინეთ, დანარჩენების ადგილსამყოფელი დაზუსტებულია, მათი განადგურების შესახებ კითხვა, მოკლე დროის საკითხია.“ – აცხადებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ეს განაცხადი დასტურია იმისა, რომ რუსეთში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებენ მარიუპოლში დაახლოებით ამდენივე ადამიანის მკვლელობას.

„ამრიგად, ისინი ამზადებენ საზოგადოებას იმისთვის, რასაც მსოფლიო მარიუპოლში იხილავს.

მშვიდობიანი მოქალაქეების საშინელი მსხვერპლი აიხსნება იმით, რომ ისინი „შენიღბული ნაცისტები“ არიან.

ზოგადად, მორიგი ჩაბარება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე.“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ზელენსკი: დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები