LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოლიგარქის გადარჩენის სპეცოპერაციას აშშ-ის ელჩი ხელმძღვანელობდა: შალვა ნათელაშვილი

72
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტზე, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის მხრიდან გაკეთებულ ხელმოწერას ეხმიანება. მისი განცხადებით, დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა “პოლიტიკა დაამთავრეს”.

„ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები განსაკუთრებით, მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად, საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე.

ოპოზიციამ თავიდან მაინც ვერ აიცილა არასასიამოვნო შედეგი, რომელიც კატასტროფა არ არის, რადგანაც ძირითადი პოლიტიკური ძალები ხარისხობრივად და რაოდენობრივად, პარლამენტში ამ წუთისათვის არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში მყოფი ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილმა შეთანხმების ხელმოწერას უწოდა სპეცოპერაცია „რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად“. ლეიბირისტების ლიდერის განცხადებითვე, ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. საქართველოს ხელისუფლებებს ჰყავთ მფარველებიც, მოკავშირეებიც, ზურგის გამამაგრებლებიც. ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქვრება და ამ ცოდვას ჩვენ ასი წლის შემდეგ და ათასი წლის შემდეგ სამუდამოდ ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმქვეყნად“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდებს დროულად გაწმინდოს ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი „პროტრამპისტული ელემენტებისგან“, რადგან მისი სიტყვებით, „ტრამპიზმი ნიშნავს პროპუტინიზმს“.

შალვა ნათელაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

პოპულალურები