LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა უკუპირებულ ხერსონში უკრაინელი დირიჟორი მოკლეს – მან ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა

42
ოკუპირებული

რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი იური კერპატენკო ოკუპირებულ ხერსონში, კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო საკუთარ სახლში მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია უკრაინის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უკრაინის კულტურის უწყება აცხადებს, დირიჟორმა „კატეგორიული უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე“ და კონცერტში მონაწილეობაზე, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ „ხერსონში ე.წ. მშვიდობიანი ცხოვრების გაუმჯობესების დემონსტრირებისკენ იყო მიმართული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები