LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველიდან ვაკეში ავტობუსები პირდაპირ მელიქიშვილის გავლით იმოძრავებენ

993
104

რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით ავტობუსები პირდაპირ მელიქიშვილის გავლით იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში განაცხადა.

„რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, მოძრავ ავტობუსს კოსტავას ქუჩით მოედანზე ჩასვლა და ვარაზისხევით ამოსვლა უწევს, თუმცა შესაძლებელი იქნება პირდაპირ მელიქიშვილის ქუჩა გადაკვეთოს ავტობუსმა და აქ ავტობუსებისთვის ორმხრივი მოძრაობა დაწესდეს. ავტომობილებისთვის კი როგორც დღეს არის ისეთივე ცალმხრივი მოძრაობა დარჩება. ეს ტერიტორია სხვა მხრივაც მოწესრიგდება. კერძოდ, როდესაც რუსთაველიდან მელიქიშვილის ქუჩაზე ამოვდივართ, გაჩერებები დაემატება, რაც საშუალებას მოგვცემს მოქალაქეთა სწრაფი გადაადგილება ვუზრუნველყოთ“, – აღნიშნა მუმლაძემ.

მანვე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამზირის დეტალურ დიზაინს და სატრანსპორტო სქემას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებენ. 

მაისის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

პირველი მონაკვეთი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ვარაზისხევიდან პიქსელის შენობამდე ტერიტორიაა.

„ჭავჭავაძე იქნება ულამაზესი და უფრო მეტად გამტარი ქუჩა. მიწისქვეშა სამუშაოები რომ დასრულდება, საერთაშორისო გამცოდილების ექსპერტებთან ერთად შემუშავებული სატრანსპორტო სქემა უკვე გვექნება. შეიძლება, გამზირს შარტავასგან, პეკინისგან განსხვავებული ელემენტიც შეემატოს. გვითხრეს, რომ შეიძლება სულ სხვანაირად წარმოადგინონ ჭავჭავაძის გამზირი, ამიტომ ექსპერტების სქემის დასკვნით ნაწილს დაველოდებით, სადაც მოდელირება გაკეთდება და შეგვეძლება ვნახოთ როგორი იქნება ჭავჭავაძის გამზირი. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები იქნება გამოყოფილი, ასევე დაემატება ქვეითთა გადასასვლელები,“-აღნიშნა მუმლაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები