LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის ეროვნული თეატრი 142-ე სეზონს ხურავს

75
newsw435

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით  142-ე სეზონი გახსნა  პრემიერით „ერთხელ…მხოლოდ…“. მიუხედავად პანდემიის სირთულეებისა, არაერთი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს რეპერტუარიდან.

რუსთაველის ეროვნული თეატრი 12 ივნისს (18:00 საათი) 142-ე სეზონს ხურავს რობერტ სტურუას სპექტაკლით „ერთხელ…მხოლოდ…“.

სპექტაკლის სახელწოდება აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსის „სიზმარი“  პირველი ფრაზაა.

ასევე სპექტაკლი „ერთხელ…მხოლოდ…“ კლასიკური, ხალხური და თანამედროვე მუსიკის შერწყმით, პლასტიკაში (უსიტყვოდ) თეატრი მაყურებელს სთავაზობს ფანტაზიას, რომელიც მსოფლიოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანარეკლია (პანდემიის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ძვრების).

სპექტაკლში გამოყენებულია: ქართული ხალხური, ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, მალერის, ჩაიკოვსკის, შონბერგის, შტრაუსის, ყანჩელისა და ემინემის მუსიკა.

• იდეის ავტორი და რეჟისორი: რობერტ სტურუა
• მხატვარი: ანა ნინუა
• ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე
• მუსიკალური გაფორმება: რობერტ სტურუა
• რეჟისორის თანაშემწე: თეა მარგველაშვილი

მონაწილეობენ:

• მანანა აბრამიშვილი
• ანა ამილახვარი
• ნინო არსენიშვილი
• მიხეილ არჩვაძე
• გოგა ბარბაქაძე
• დავით გოცირიძე
• ლუკა გულედიანი
• მარინა კახიანი
• კახა კუპატაძე
• ირაკლი მაჭარაშვილი
• ეკა მინდიაშვილი
• ეკა მოლოდინაშვილი
• გრიგოლ ჟორდანია
• ირაკლი სანაია
• ქეთი სვანიძე
• გაგი სვანიძე
• ბექა სონღულაშვილი
• ნიკა ქაცარიძე
• ქეთი ხიტირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები