LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის ეროვნული თეატრი 143-ე სეზონს პრემიერით ხსნის

89
rustavelisteatri

20, 21 სექტემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრი, მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს „ჯილდო?!.

სცენური ვერსია და დადგმა: რობერტ სტურუა

რეჟისორი: ხათუნა მილორავა

მხატვარი: ელისაბედ ჭიჭინაძე

მუსიკალური გაფორმება: ია საკანდელიძე

ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე

რეჟისორის თანაშემწე: მარინა ამაღლობელი

მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ტრისტან სარალიძე, ნიკა ქაცარიძე, ნატალია ყულოშვილი.

სპექტაკლის შესახებ:

წარმატებული საზოგადო მოღვაწე ქალბატონი დარეჯანი დაჯილდოვდება იუნესკოს ორდენით. მის პატივსაცემად დაგეგმილ წვეულებაზე ელოდებიან საპატიო სტუმრებს, მათ შორის იუნესკოს ვიცე-პრეზიდენტსაც. სამთავრობო დელეგაციის მოსვლის წინ, ქალბატონი დარეჯანი შემთხვევით ორდენს გადაყლაპავს. იქმნება სიტუაცია აბსურდის ზღვარზე… რა ელით გმირებს?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები