LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ დროშა დაწვეს

218
დდ

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დროშა დაწვეს. ისინი ამ ფორმით, ხელისუფლების მმართველობას და მოქმედებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შევიდნენ და პარტიული ატრიბუტიკა ფანჯრებიდან გადმოყარეს. მათ „ქართული ოცნების“ ფლაერებს ფეხით გადაუარეს.

პროტესტი გრძელდება. ოპოზიცია დღეს 19:00 საათზე ისევ რუსთაველზე შეიკრიბება. რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება იყო ფილარმონიასთან.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები დაუშინეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, თუმცა სულ რამდენი ადამიანია დაკავებული ბოლო 12 საათში უცნობია.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ბარიერებით მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები