LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრთან ბიძინა ივანიშვილის “ვარსკვლავი” გაიხსნა (ვიდეო)

790
12333

მოძრაობა 20/30-იანელების წევრებმა რუსთაველის თეატრთან პერფომანსი გამართეს და ბიძინა ივანიშვილს  “ვარსკვლავი” გაუხსნეს წარწერით: “ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებ ბიძინა”.

“დღეს მისი დაბადების დღეა და საქართველომ ეს უნდა აღნიშნოს. ვფიქრობ, დედაქალაქის მერია არ იქცევა კარგად, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო უნდა ყოფილიყო. ქართული კულტურა ბატონი ბიძინა ივანიშვილით ცოცხლობს. ის უხდის მსახიობებს ხელფასებს. ჩვენ ასე მივაგეთ პატივი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს ვარსკვლავის გახსნას, ისევე როგორც მთაწმინდაზე დაკრძალვას”, – აცხადებს მოძრაობის ერთერთი წევრი გიორგი ნადარაია.

სტიკერვარსკლავი თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთში აიღეს.

შეგახსნებთ, მოძრაობა 20/30-იანელების წევრები ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები