LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველს ალაგებენ: სპეცრაზმის პარალელურად პარლამენტთან დასუფთავების სამსახური მუშაობს

163
75580132-2631519223573816-2569440008461090816-n

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეთა დაშლის შემდეგ, პარალელურ რეჟიმში მუშაობა დაიწყო თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა. გავრცელებულ კადრები ჩანს, როგორი სისწრაფით ცდილობენ თბილსერვისის  თანამსრომლები ტერიტორიის გაწმენდას კასრებისგან, ქვიშისგან და შეშისგან. დასუფთავებაში მონაწილეობას საპატრულო პოლიციის  თანამშრომლებიც იღებენ.

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან პროტესტის ნიშნად უკვე მეხუთე დღეა ღამეებს ათენებდნენ და 17 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების შესახებ, რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო დაცვის, სპეციალური დანიშნულების რაზმის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ძალისხმევით, გადაყვანილი არიან თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვაცნობებს, რომ საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია უკვე დასუფთავებულია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღესვე აპირებენ მმართველი პარტიის დეპუტატები ბიუროს სხდომის განახლებას და სწორედ ამიტომ მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გასუფთავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები