LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე 21 წლის ბიჭი დაჭრეს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

261
?????????????????????????????????????????????????????????

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის გამზირზე 19 წლის ახალგაზრდამ ცივი იარაღით ჭრილობები 21 წლის ბიჭს მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

რაც შეეხება 2000 წელს დაბადებულ ლ. კ. –ს, რომელმაც სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, ის პოლიციამ მალევე, თბილისში დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ეხება. დანა, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად უკვე ამოღებულია.

სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

დაჭრილის მდგომარეობა კი, ბოლო ინფორმაციით, სტაბილურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები