LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე გადაცემების ფორმატი სრულდება და ისევ აქციები იწყება – როდიდან განახლდება საპროტესტო გამოსვლები

220
შოთა

პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციები სხვადასხვა ფორმატით გრძელდებოდა. ბოლო პერიოდში, რუსთაველზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები დაიწყო, რომელიც შოთა დიღმელაშვილს მიჰყავს. სტუმრები კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.

სწორედ დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ #სირცხვილიას აქციები 20 სექტემბრიდან განახლდება, რადგან ამ დროს გადაცემების ფორმატი სრულდება. 

პარლამენტის წინ აქცია ახალი ფორმატით, გადაცემით „სირცხვილია“ განახლდა

აქციები ფორმას იცვლის და გადაცემების სახეს იღებს.

მისი ინფორმაციით, 3 სექტემბერს, როცა პარლამენტი მუშაობას განაახლებს,  საპროტესტო აქციის გამართვა და სირცხვილის კორიდორის გაკეთება იგეგმება.

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ #სირცხვილიას აქციებს ყოველდღიური სახე აქვს,  მოგვიანებით კი პარლამენტის წინ გადაცემები დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები