LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე საახალწლო ნაძვის ხის გამო, საცობებია

48425093_2271283816490839_2907202455731175424_n

რესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხის მოწყობის სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე გზებზე საცობებია.

ნაძვის ხის აწყობა უკვე დასრულებულია და ახლა მისი მორთვა მიმდინარეობს. რესპუბლიკის მოედანზე ეწყობა საახალწლო სოფელიც. სამუშაოების გამო ტერიტორია შემოსაზღვრულია ბარიერებით.

საახალწლო ნაძვის ხე წელს 22 დეკემბერს აინთება. საახალწლო სოფელი კი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე იქნება.

შეგახსენებთ, წელს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპრიტეტსო აქციების გამო, თბილისის მთავარი ნაძვის ხე არა პარლამენტის შენობის წინ, არამედ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება.

პოპულალურები