LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის მოსამართლეებს ბოდიში უნდა მოუხადონ – თამარ ჩუგოშვილი

248
chugoshvili5

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას რეპლიკები მოსამართლეების მიმართ იყო მიუღებელი, რაც სტრასბურგმაც დაამტკიცა. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ.

“ვისაც არ დაეზარა ყველამ შეურაცხყოფა მიაყენა, შეაწმინდა ხელი და ყველანაირად ცუდი თქვა სასამართლოზე და მიმდინარე პროცესებზე. სრული დემონიზება იყო იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეებს იხილავდნენ და, მე ვფიქრობ, ახლა ვიღაცამ ბოდიში უნდა მოუხადოს”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია “იმედის”ეთერში. 

რუსთავი 2-ის დირექტორი პაატა სალია გახდა

განცხადება დირექტორის ცვლილებაზე რეესტრში დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. 

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება.

პაატა სალია ნიკა გვარამიას - კაბინეტში შესვლაში უკვე დასტური გჭირდება

არხის ყოფილი და მოქმედი გენერალური დირექტორი ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

რეესტრმა “რუსთავი 2”-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა. მალევე დააკმაყოფილა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად პაატა სალიას დანიშვნის შესახებ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნაც. პაატა სალია იმ დღესვე (გუშინ) მივიდა “რუსთავი 2”-ში. მას მენეჯმენტთან შეხვედრა სურდა, თუმცა, შეხვდა ნიკა გვარამიას და ჟურნალისტებს, რომლებმაც სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის გარანტიები კონტრაქტით მოითხოვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები