LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ს “დიდი ოთხეულიდან” მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს

320
44-60

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს “დიდი ოთხეულიდან” მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს – ამის შესახებ განცხადება ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, ქიბარ ხალვაშს სამომავლო გეგმებზე მასთან ჯერ კონკრეტულად არ უსაუბრია და ამას უახლოეს მომავალში აპირებს.

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა ნიკა გვარამია ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას - ქიბარ ხალვაში

არ ჩავერევი ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში, ეს უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით.

„ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ის აპირებს გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი. მის ნაცვლად დანიშნოს ახალი გენერალური დირექტორი და განუსაზღვროს მას კონკრეტული ამოცანები. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიიმართოს იქეთკენ, რომ არხმა გააგრძელოს მუშაობა, არ იყოს შეფერხება, არ იყოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა. პარალელურად განხორციელდეს შემოწმება. აუდიტორები იქნენ მოწვეული “დიდი ოთხეულიდან,“ – განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება პარტნიორთა კრების მოწვევას, როგორც სალია აცხადებს, მაშინ, როდესაც ყველა პარტნიორი შეიძლება ეთანხმებოდეს დღის წესრიგს, პარტნიორთა კრების მოწვევა არც არის ხოლმე საჭირო.

პაატა სალია პირველ კომენტარს აკეთებს: დირექტორის შეცვლა რთული პროცედურა არ არის

მე ეს ხელშეკრულება არ მინახავს, როცა ვნახავ, უფრო დეტალურად გაგესაუბრებით.

ამასთან, პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას კონტრაქტთან დაკავშირებით სასამართლო დავა გაიმართოს. სალიას თქმით, ის გვარამიას კონტრაქტს არ იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გვარამიას განცხადება, რომ თანხის გადახდის გარეშე მისი გათავისუფლება შეუძლებელია – სამართლებრივად ნონსენსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები