LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რუსთავი 2″ წარმატებული მეგა შოუ ,,დიდი სცენის” მეორე სეზონს იწყებს

209
დიდი-სცენა

,,რუსთავი 2″ წარმატებული მეგა შოუ დიდი სცენის მეორე სეზონს იწყებს. ,,დიდი სცენა” – ეს არის შოუ რომელიც სხვა ყველა მუსიკალური პროექტისგან გამოირჩევა უნიკალური წესებითა და განსაკუთრებული მუსიკალურობით, აქ მთავარი ნიჭია, ,,რუსთავი 2″ ახალი ტალანტების აღმოჩენის მოლოდინშია.

არხის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება – რთულ პირობებში, პანდემიის დროს ,,რუსთავი 2″ მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

,,დიდი სცენის” მეორე სეზონი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, კიდევ უფრო დატვირთული შოუს ელემენტებით, სასცენო დადგმებითა და სპეციალურად კონკურსანტებისთვის შექმნილი მუსიკალური ვერსიებით.

ვარსკვლავური ჟიური მთელი საქართველოდან შეკრებილი ნიჭიერი მონაწილეებიდან 10 კონკურსანტს შეარჩევს, სწორედ ეს 10 რჩეული წარდგება დიდი სცენიდან ჟიურისა და მაყურებლის წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები