LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი და გარდაბანი გაიხსნა – რა შეზღუდვები რჩება ძალაში

171
BeFunky-collage

დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში მიმოსვლა სრულად აღდგა. ორივე ქალაქის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქი მაქსიმალურად ეცდება, სტაბილურობა შეინარჩუნოს. შესაბამისად, გაცემული რეკომენდაციების შესრულება გაგრძელდება.

ქალაქების გახსნა ანტიკრიზისული 6 ეტაპიანი გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებაც ამ ეტაპზე დაგეგმილზე უფრო სწრაფად ხორციელდება.

18 მაისს შეზღუდვები სრულად მოიხსნება მარნეულშიც. ყველაზე გვიან მკაცრი კარანტინის გაუქმება იგეგმება თეთრიწყაროში.

რა გაიხსნა აქამდე

ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმის პირველი ეტაპი თითქმის დასრულდა. ბიზნესსაქმიანობების გახსნის ეტაპებს შორის შუალედი ორი კვირაა, თუმცა პრემიერის განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. დღეის მდგომარეობით, შეზღუდვები შემდეგნაირად შემსუბუქდა:

  • გადაადგილებაზე შეზღუდვები თბილისში 11 მაისიდან მოიხსნა;
  • 5 მაისიდან უკვე გახსნილია ბათუმსა და ქუთაისში მიმოსვლა;
  • 27 აპრილიდან დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
  • ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
  • შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
  • გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში

ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. უცნობია როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯერჯერობით ისევ დახურულია სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

ასევე, დახურულია სავაჭრო მოლები და რესტორნები, მათ შორის, ღია ტიპის. 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები