LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი2”- ის საქმე – სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია

246
59667824-10214119825652408-7835483875189981184-n

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდ გამარჯვებად მიიჩნევს.

“შესაბამისად, რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და არხის ყოფილი მესაკუთრეების, ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს ყველა პრეტენზია, რომელიც მათ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ჰქონდათ წარდგენილი; როგორც ისინი უარყოფილი იქნა 18 ივლისს და არცერთი დარღვევა არ დადგინა, ყველა ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საბოლოო და დღეიდან აღარანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

რუსთავი 2-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გადასინჯვა 24 ოქტომბერს ითხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები