რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლის ეზოდან საყოფაცხოვრებო სახნავ-სათესი ტრაქტორი მოიპარეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია ღვინო და სხვა საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთებიც.

როგორც „ფორტუნას“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე.

მსგავსი თემები