რუსთავში, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ქარხანა ამოქმედდა. სს ,,რუსთავოილისამშენებლო ბიტუმს აწარმოებს, ის ქართული ინვესტიციითაა დაფინანსებული და რუსთაველი კადრებით არის დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და სამომავლოდ ალტერნატიული ენერგეტიკული სიმძლავრეების დანერგვაც იგეგმება, რაც მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას გულისხმობს და მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ,,რუსთავოილს”, წელიწადში 120-დან 150 000 ტონამდე პროდუქციის გამოშვების საშუალება აქვს, რაც სამშენებლო ბიტუმზე საქართველოს მოთხოვნის თითქმის 80%-ს შეადგენს. მოგეხსენებათ, ეს ნედლეული საქართველოში აქამდე მთლიანად სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა.

ცნობისთვის, სს ,,რუსთავოილს” 2017 წელს, სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადაეცა. 2018 წლიდან კი, კომპანია ქარხნის მშენებლობის პროცესში იყო.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05