LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში გამორიყული მკვდარი თევზები – არსებობს თუ არა ეპიდემიის საშიშროება

718
9D9B6A58-E37F-4366-94B9-5750C758D59A-696x522

რუსთავის აზოტის საკუთრებაში არსებული ტბების ნაპირებზე წყალმა მკვდარი თევზები გამორიყა. აღნიშნული ტბები წლების წინ აზოტის წარმოების პროცესის შემოწმების მიზნით მოეწყო და ე.წ. ინდიკატორის როლს ასრულებს. აზოტის ქარხანა ტბებს საწარმო პროცესისთვის იყენებს.

არსებობს თუ არა ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, ამის გასარკვევად “ფორტუნა“ გარემოს ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა.

უწყება ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თევზების მასობრივი დაღუპვის მიზეზი ტბების ტექნიკური მოწყობილების მწყობრიდან გამოსვლა გახდა და გარემოს დაცვის კუთხით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

იგეგმება თუ არა უახლოეს დღეებში საკითხის საფუძვლიანად შესწავლა, ამ კითხვით “ფორტუნამ“ უშუალოდ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსს მიმართა.

ვასილ დათიშვილი, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია პირადად დაათვალიერა, აცხადებს, რომ პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

“ერთ-ერთ ტბაზე დაზიანდა დამცავი ფარი, ასე ვთქვათ, რაც წყალს იჭერს გაიბზარა, მოხდა წყლის გადინება, რა დროსაც დონემ დაიწია. ჟანგბადის ნაკლებობამ კი რამდენიმე თევზის სიკვდილიანობა გამოიწვია. ძირითადი მასა თევზების დღესაც ცოცხალია. უმალვე შეკეთდა ფარი და პრობლემაც აღმოიფხვრა“ – აცხადებს ვასილ დათიშვილი და იქვე დასძენს, რომ რუსთავის აზოტის საკუთრებაში არსებული ტბების ნაპირებზე მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.

უწყების წარმომადგენლები, მათი განმარტებიდან გამომდინარე, საკითხზე მუშაობას აღარ აპირებენ.

რაც შეეხება შეესაბამება თუ არა  სიმართლეს ქარხნის თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ თევზი საკვებადაც წაიღო და შესაძლოა, სავაჭრო დახლებზე მათი რეალიზაცია უკვე მოხდა, ამ ეტაპზე ამ ფაქტს ვერცერთი უწყება არ ადასტურებს.

ფოტო: tv4

პოპულალურები