LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

177
111-policia-lentiaaa

რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი, რკინიგზის სადგურის გვერდით, დანგრეულ შენობაში რამდენიმე თვე ცხოვრობდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ბოლო პერიოდში არსებული ჰაერის დაბალი ტემპერატურა ყოფილიყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები