LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში „სკაუტ გარდენი“ გაიხსნა: გემო, გარემო, განწყობა – ადგილი, სადაც უბრალოდ უნდა მოხვიდე

3650
FORTUNA.GE (24)

ეგზოტიკური გარემო, საფირმო კერძები, ულამაზესი ხედები და ყველაზე მყუდრო გარემო ქალაქში – რუსთავში „სკაუტ გარდენი“ გაიხსნა. განსხვავებული კონცეფციის მქონე კაფე-რესტორანი ადგილობრივებისთვის განტვირთვის საყვარელი ადგილი უკვე გახდა, გარდა ამისა, „სკაუტ გარდენში“ დროის გასატარებლად უკვე თბილისიდანაც ჩადიან.

რითია გამორჩეული „სკაუტ გარდენი“ და რას სთავაზობს ის მომხმარებელს – ამ თემებზე „ფორტუნას“ ახალგახსნილი კაფე-რესტორნის გენერალური მენეჯერი მარიამ ღვინიაშვილი ესაუბრა.

„თუ გსურთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, განიტვირთოთ, მუსიკის ფონზე გემრიელად ივახშმოთ და ჭიქა ღვინო, ან კოქტეილიც მოწრუპოთ, ზამთარში ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდეს და მზის ჩასვლის ულამაზესი ხედით ტკბებოდეთ, თბილ ამინდებში კი გარეთ დიდი და ლამაზი ეზო გეგულებოდეთ, სწორად მოხვდით, „სკაუტ გარდენი“ ზუსტად ასეთი ადგილია“, – ამბობს ღვინიაშვილი.

მისი თქმით, „სკაუტ გარდენის“ მთელი კონცეფცია ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება: „გემო, გარემო, განწყობა – ადგილი, სადაც უბრალოდ უნდა მოხვიდე”.

„ჩვენი კაფე-რესტორანი რუსთავისთვის ნამდვილად უნიკალური და უცხოა. თუ აქამდე ჩვენს ქალაქში მხოლოდ ტრადიციული კვების ობიექტები არსებობდა და ჩვენ, რუსთაველები გასართობად, მეგობრებთან შესახვედრად დედაქალაქში ჩავდიოდით, ახლა უკვე რუსთავშიც გაჩნდა მრავალფუნქციური სივრცე, სადაც როგორც განტვირთვა, ისე საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და ასევე, მუშაობაა შესაძლებელი. „სკაუტ გარდენის“ სივრცე საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. ჩვენი კაფე-რესტორნიდან იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე, აქ ყოველთვის 4-5 გრადუსით ნაკლებია ტემპერატული ვიდრე რუსთავში, ასე რომ, საკმაოდ გრილა და ესეც დამატებითი კომფორტია ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენი სტუმრებისთვის“, – განმარტავს „სკაუტ გარდენის“ გენერალური მენეჯერი.

მარიამ ღვინიაშვილი ყურადღებას „სკაუტ გარდენის“ ქართულ-ევროპულ სამზარეულოზეც ამახვილებს და ამბობს, რომ კაფე-რესტორანს თავისი საფირმო კერძები აქვს, რომლებიც „სკაუტ გარდენის“ სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს.

„ობიექტის გახსნა კარანტინის შემდგომ პერიოდში მოგვიხდა, ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო, თუმცა პროექტმა ნამდვილად გაამართლა და დღეს „სკაუტ გარდენი“ საკმოდ დიდი დატვირთვით მუშაობს“, – უყვება „ფორტუნას“ მარიამ ღვინიაშვილი. მისივე ინფორმაციით, კაფე-რესტორანი ყოველდღიურად ფართოვდება, ვითარდება და მომხმარებელს სიახლეებს მომავალშიც უხვად ჰპირდება.

„სკაუტ გარდენი“ უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს, რომლის ათვისებასაც კაფე-რესტორნის დამფუძნებლები, ეტაპობრივად, სრულად გეგმავენ.

ცნობისთვის, „სკაუტ გარდენი“ რუსთავში, ბალანჩივაძის #9-ში მდებარეობს. ადგილზე ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები