LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან ფეტვიაშვილის, ზურაბ ნიჟარაძის, გია გუგუშვილის და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გიორგი გუჯაბიძის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენაზე გაიყიდება

131
ნახატი

გიორგი გუჯაბიძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც მას სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ეს ოპერაცია დიდ თანხებს უკავშირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. გიორგი გუჯაბიძის დასახმარებლად იგეგმება ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება 30 ივნისს გახსნა და 9 ივლისამდე გაგრძელდება.

თათა სადრაძის გადაცემაში „არტ ფმ“  თამთა ჩიქოვანი სტუმრობდა, რომელმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე ისაუბრა.

თამთა, გიორგის დასახმარებლად საოცარი მხატვრები გაერთიანდნენ. დეტალურად მოგვიყევით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შესახებ.

კი, ნამდვილად ასეა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ადამიანებს და მადლობას გიხდით თქვენ ამ ინფორმაციის გაჟღერებისთვის. ჩემი მეგობარი, გიორგი საოცარი ადამიანია. 10-15 წლის წინ საქველმოქმედო კუთხით გავიცანით ერთმანეთი, ის ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანებს, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მას სჭირდება ჩვენი დახმარება. გიორგის სასწრაფოდ და აუცილებლად ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა. სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ და გავერთიანდით გიორგის მეგობრები და უამრავი ქართველი მხატვარი. 9 ივლისის ჩათვლით საოცარი გამოფენა გელით, სადაც 75-მდე მხატვრის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის: რუსუდან ფეტვიაშვილის, ლევან ხარანაულის, ზურაბ ნიჟარაძის, ლევან ჭოღოშვილის, ნიკო ცეცხლაძის, გია გუგუშვილის, ნინო ფერაძის, ოთარ იმერლიშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ანტონ ბალანჩივაძის, ნინო ჩაკვეტაძის. გამოფენა-გაყიდვა არტ გალერეა „Akhundov House”-ში გაიმართება, რომელიც გორგასლის 17 ნომერში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები