LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული „ახალი ტალღა 2019“ სოსო პავლიაშვილს მიეძღვნება

600
Untitled design (1)

უკვე რამდენიმე წელია ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი „ახალი ტალღა“ ქალაქ სოჭში იმართება. კონკურსმა ადგილმდებარეობა მას შემდეგ შეცვალა, რაც ლატვიამ იურმალაში რუსეთის მიერ ირგანიზებული კონკურსის ჩატარებაზე უარი თქვა. წელს კონკურსში ისევ რუსული ესტრადის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსი გუშინ გაიხსნა და მისი პირველი დღე რუსი კომპოზიტორის, იგორ კრუტოის შემოქმედებას მიეძღვნა. 

ცნობილი ხდება, რომ უკვე ხვალ ფესტივალი რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელს, სოსო პავლიაშვილს მიეძღვნება. რუსული მედია წერს, რომ სცენაზე მომღერლის მეგობრები მის ჰიტებს შეასრულებენ. მათ შორის თამარ გვერწითელი, ვალერი მელაძე, გარიკ მარტიროსიანი, გრიგორი ლეპსი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები