LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ელიტა „იუდაშკინებში“ –  შოუბიზნესის ვარსკვლავების ,,ლუქი” წითელ ხალიჩაზე

517
russia

რუსულმა შოუბიზნესმა საკუთარ თავს დღესასწაული მოუწყო. ესტრადის ვარსკვლავებმა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, სახელწოდებით „ჟარა“ ჩაატარეს და ამით სცადეს ყურადღების მიქცევა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი პირიქით გამოვიდა. კონცერტზე ყველა „ჰიტი“ 90-იანი წლების სტილში, ფონოგრამაზე გაჟღერდა.  წითელ ხალიჩაზე ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ სტუმრები. ვალენტინ იუდაშკინის იმედად დარჩენილი ვარსკვლავები ბედნიერი სახეებით უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილებს ფოტოგრაფებთან. გრიგორი ლეპსი სტაფილოსფერ კოსტიუმში გამოეწყო, „გლუკოზას“ ალისფერი კაბა ეცვა. თავად რუსებმა ყველაზე ორიგინალურად ჩაცმული ვარსკვლავის ტიტული ოლგა ბუზოვას მიანიჭეს, რომელსაც გამჭვირვალე კაბა მკერდთან გულის ფორმის ჭრილით ჰქონდა დაფარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები