LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 3 პირია დაკავებული (ვიდეო)

110
fg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პირებმა ფიქტიური კომპანიის სახელით დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელიც 310 539 ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდებას ითვალისწინებდა. მათ ასევე, ბრალად ედებათ საქონლის ფიქტიური გაწერები.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები 310 539 ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, რა გზითაც საკუთარ კომპანიას შეუქმნეს 47 370 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური გაწერები, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა და გამოიყენა დღგ-ს 18 536 ლარის ყალბი აქტივი” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს  210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

პოპულალურები