LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ავარიაში დაიღუპა

46
Untitled design

უკრაინაში, ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი დაიღუპა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კირილ სტრემოუსოვი ავტოავარიას ემსხვერპლა.

„სამწუხაროდ, ინფორმაცია დადასტურებულია. კირილ სტრემუსოვი ავარიაში გარდაიცვალა, მისი მძღოლი გადარჩა“, – აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში.

ხერსონის ოკუპაციის შემდეგ, სტრემოუსოვი ოლქში რუსეთის მთავარი სპიკერი იყო და რეგიონის ანექსიის მზადების შესახებ განცხადებებს აკეთებდა.

გავრცელებული ცნობით, სტრემოუსოვი რუსეთის მიერ დაკავებული პოზიციების წინააღმდეგ უკრაინის ჯარების იერიშის დროს დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები