რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიასანქციები, შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევარში გაუქმდეს. ინფორმაციას რუსული მედია, უფრო კონკრეტულად კი გამოცემა „იზვესტია“ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა ამას ხელი საქართველოში მიმდინარე აქციებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა შეუშალა.

ინფორმირებული წყარო გამოცემას ეუბნება, რომ მიუხედავად “რუსოფობიის შემოტევის” შემცირებისა, ქვეყანას უსაფრთხოების შესაბამისი დონე არ აქვს. ამასთან, „იზვესტია“ წერს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილებას მოსკოვი თბილისთან კონსულტაციების გარეშე მიიღებს.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05