LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული პასპორტით ფინალზე არავის შემოვუშვებთ: უკრაინა ყირიმს ბლოკავს

57

ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც კიევში გაიმართება, ყირიმელები არ დაესწრებიან.
უკრაინის ხელისუფლება ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობის დოკუმენტებს, რომელიც მათ 2014 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ რუსეთის ფედერაციამ დაურიგა, არ სცნობს.
შესაბამისად რუსული პასპორტებით ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შევლენ.

უკრაინის დიპლომატიური წრის წარმომადგენელმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილი არ არის და მათი გამოყენებით უკრაინაში ვერავინ შევა, საფეხბურთო მატჩი კი გამონაკლისი ვერ გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი უეფამაც გააკეთა, რომლის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული საკითხი სახელმწიფოს იურისდიქციაშია, ამიტომ ისინი ვერ ჩაერევიან.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები