LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა წლის ბიჭი მშობლებთან ჩხუბის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადახტა და ადგილზე დაიღუპა – შემზარავი ტრაგედია უკრაინაში

817
18662810-0-image-a-3-1568886040833

შემზარავი ტრაგედია უკრაინაში- რვა წლის მოზარდი მეცხრე სართულიდან გადახტა და ადგილზე დაიღუპა. როგორც daily mail იუწყება, ტრაგედიას წინ უძღოდა მოზარდსა და მის მშობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება.

შემთხვევა სამხრეთ უკრაინაში, 23 აგვისტოს მოხდა. როგორც მეზობლები გამოცემასთან ინტერვიუში ამბობენ, მშობლებმა სკოლიდან დაბრუნებულ მოზარდზე ფიზიკურად იძალადეს. მიზეზი ბავშვის ჩაცმის სტილი გახდა. კერძოდ, მშობლების უკმაყოფილება ანტონის დახეულმა ჯინსის ჩარვალმა გამოიწვია. როგორც ირკვევა, ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

მშობლებთან კამათიდან დაახლოებით ათ წუთში, ანტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოცემასთან, ანტონის შესახებ სკოლის დირექტორი საუბრობს. აქსანა ზელენსკაია ამბობს, რომ რვა წლის ბიჭი კლასში ჩარჩა, თუმცა ეს ფაქტი მშობლებს არც აინტერესებდა.

ანტონის შესახებ საუბრობს ფსიქოლოგიც, რომელიც აღნიშნავს, რომ მოზარდი მას ხშირად სტუმრობდა, თუმცა ის ვერც წარმოიდგენდა, რომ რვა წლის ბიჭი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. მშობლებმა აღიარეს, რომ ტრაგედიის დღეს შვილთან შელაპარაკება მოუვიდათ. მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები