LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair is coming to Georgia – ცნობილი ავიაკომპანია ვიდეორგოლს გვიძღვნის

423
01-ryanair-b737800-Ryanair

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ვიდეორგოლს უძღვნის. Ryanair is coming to Georgia – ამ სათაურით ქვეყნდება ვიდორგოლი ავიაკომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, სადაც ჩვენს ქვეყანაში Ryanair-ის შემოსვლაზეა საუბარი.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს რიგით 39-ე ქვეყანაა, სადაც Ryanair იფრენს.  

იხილეთ ვიდეორგოლი

შეგახსენებთ, Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს. 6 ნოემბრიდან პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

გიორგი ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ევროპა დაუახლოვდება საქართველოს

ყველა მიმართულება, რომელსაც Ryanair იწყებს და მომავალშიც დაამატებს, იქნება ევროკავშირის ქვეყნები.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა და მას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები