LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair-ის შეზღუდული განრიგი 16 აპრილამდე გახანგრძლივდა

46
stansted-spotting-ryanair

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის დროებითი, შეზღუდული განრიგი 16 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ინფორმაცია თავად ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას ფრენებზე აკრძალვა ან შეზღუდვა აქვს დაწესებული, რის გამოც Ryanair-ის თვითმფრინავების 90%-ი ბაზირების ადგილზე, აეროპორტებშია განლაგებული.

„ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებთან, რათა შევინარჩუნოთ მინიმალური რაოდენობის ფრენები – საგანგებო მიზნებისთვის – იმის მიუხედავად, რომ ამ ფრენების დატვირთვა დაბალია“, – წერია Ryanair-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზენით Ryanair-მა ავიამიმოსვლა 24 მარტიდან შეაჩერა. ”ამჟამად, ჩვენ არ ველოდებით ფრენების განხორციელებას აპრილისა და მაისის პერიოდში, მაგრამ ეს უდავოდ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების რეკომენდაციებზე”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ევროკავშირის ყველა ქვეყანას საკუთარი თვითმფრინავები შესთავაზა სხვადასხვა გადაუდებელი ფრენების განსახორციელებლად. ამ გზით, ავიაკომპანია ცდილობს, ევროკავშირის ქვეყნებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციაში დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები