LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair იწყებს – საქართველოსკენ პირველი რეისი დღეს შესრულდება

196
Ryanair

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას დღეიდან იწყებს. ფრენა 6 ნოემბერს მილანის ბერგამოს საერთაშორისო აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით, 14:55 საათზე განხორციელდება, ხოლო თვითმფრინავი განრიგის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის დროით, 22:05 საათზე დაეშვება.

თბილისიდან კი მილანის მიმართულებით ფრენა, ადგილობრივი დროით, 22:40 საათზე შესრულდება და დანიშნულების ადგილზე თვითმფრინავი, ასევე ადგილობრივი დროით 23:50 საათზე დაჯდება.

საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

შეგახსენებთ, Ryanair თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. უკვე ხვალიდან, ანუ 7 ნოემბრიდან ფრენები ქუთაისიდანაც იწყება, კერძოდ ქალაქ მარსელის მიმართულებით, 9 ნოემბრიდან კი ასევე ქუთაისიდან – Ryanair იტალიის ქალაქ ბოლონიაშიც იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები