LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair საქართველოში ფრენებს აღარ აღადგენს

4872
ryanair-aircraft

BMG-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოში ფრენებს არ აღადგენს.

„კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ მიმზიდველი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა, ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც COVID-19-ს უკავშირდებოდა,”- ნათქვამია ავიაკომპანიის პრესსამსახურის პასუხში, რომელიც მათ სწორედ BMG-ის გაუგზავნეს.

შეგახსენებთ, დაბალბიუჯეტურმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა პირველი რეისი საქართველოში 2019 წლის 7 ნოემბერს შეასრულა. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით საღამოს 10 საათისთვის შედგა. Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით დაფრინავდა, თბილისის აეროპორტიდან კი – მილანის მიმართულებით. საერთო ჯამში, 2020 წლისთვის ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის 12 მიმართულებით გეგმავდა ფრენების განხორციელებას, თუმცა პანდემიამ ყველა ეს გეგმა ჩაშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები