LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას: ვიოლა ფონ კრამონი

226
1616178684-ვიოლა-ფონ-კრამონი

პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერს კრამონი.

კრამონი კიდევ ერთ “ტვიტს” აქვეყნებს სააკაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნავს:

სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა “, – წერს კრამონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები